თავში

შახტა, სადაც ქვანახშირის ჩამოშლილ ფენაში ორი ადამიანი მოექცა, კუსტარულია - პროფკავშირები

შახტა, სადაც ქვანახშირის ჩამოშლილ ფენაში ორი ადამიანი მოექცა, კუსტარუ
შახტა, სადაც ქვანახშირის ჩამოშლილ ფენაში ორი ადამიანი მოექცა, კუსტარულია - პროფკავშირები

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების განცხადებით, შახტა, სადაც ქვანახშირის ფენის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში ორი ადამიანი მოყვა, კუსტარულია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და გამოძიების შედეგად დადგინდება, ვისი დავალებით სრულდებოდა შახტაში გამაგრებითი სამუშაოები.

"ტყიბულში კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტაში, ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორი მეშახტე მოიყოლა.

დაახლოებით 14:00-დან 15:00 საათამდე შუალედში, მას შემდეგ, რაც მეშახტეებმა შახტის მფლობელს სატელეფონო ზარზე არ უპასუხეს, მან მეშახტეების ძებნა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ობიექტზე უბედური შემთხვევა მოხდა.

50 წლამდე ასაკის ა. ა. და 65 წლამდე ასაკის ვ. ტ. ჩამოშლილი მადნის ქვეშ არიან მოყოლილი და მათი ამოყვანის სამაშველო ოპერაცია ამ წუთამდე მიმდინარეობს.

როგორც მაშველები ამბობენ, მათ დაძახილს მხოლოდ ვ. ტ. პასუხობს.

ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ ჰქონდათ აკრძალული, რადგან ისინი საერთოდ ვერ პასუხობდნენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.

პოლიცია ადგილზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი საკვლევი თემა, პირველ რიგში, იქნება შემდეგი: ვისი დავალებით ასრულებდნენ გამაგრებით სამუშაოებს ა. ა. და ვ. ტ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის თავმჯდომარე გაგა ისაკაძე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system