თავში

შარლ მიშელმა ხურვალეთში გადაღებული ფოტო ,,ფეისბუქის" გარეკანზე დააყენა

შარლ მიშელმა ხურვალეთში გადაღებული ფოტო ,,ფეისბუქის" გარეკანზე დააყენა
შარლ მიშელმა ხურვალეთში გადაღებული ფოტო ,,ფეისბუქის გარეკანზე დააყენა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ,,ფეისბუქის" გარეკანზე საქართველოში ვიზიტის დროს გადაღებული ფოტო დააყენა.

ფოტო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთშია გადაღებული.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პირველ მარტს სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში, მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. ვიზიტის ბოლოს, მისი შუამავლობით, გაიმართა შეხვედრა მთავრობის მეთაურსა და ოპოზიციას შორის. 

საქართველოში ვიზიტისას, შარლ მიშელი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system