თავში

შატილის გზაზე დაშავებულები მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

შატილის გზაზე დაშავებულები მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს
შატილის გზაზე დაშავებულები მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, - ამის შესახებ Report.ge-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, სამივე პაციენტი უკვე მოხსნეს მართვითი სუნთქვის აპარატიდან. 

"გაცილებით უკეთესად არიან, აპარატიდან მოვხსენით, გართულებების გარეშე ვართ, კონტაქტურები არიან, ცოტ-ცოტაზ საუბრობენ, სამივე გონებაზეა და ადეკვატური, ერთის მდგომარეობა ოდნავ მძიმეა, საბოლოო ჯამში სამივე გაცილებით კარგად გრძნობს თავს," - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნატა თხე­ლი­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კაში მკურნალობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system