თავში

შატილში ახალი სკოლა-პანსიონი გაიხსნა - PHOTO

​შატილში ახალი სკოლა-პანსიონი გაიხსნა - PHOTO
შატილში ახალი სკოლა-პანსიონი გაიხსნა - PHOTO

შატილში ახალი სკოლა-პანსიონი გაიხსნა. 20 ბავშვზე გათვლილი, 2-სართულიანი სკოლა-პანსიონი დუშეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით აშენდა. ინფორმაციას მცხეთა- მთიანეთის მხარე ავრცელებს.

,,სკოლაში მოეწყო სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები და სველი წერტილები, რომლებიც დაკავშირებულია საევაკუაციო გასასვლელებთან.

შატილის სკოლა-პანსიონი შარშან ოქტომბერში ხანძრის გამო დაიწვა და პანსიონის 7 მოსწავლე დროებით ამბულატორიის შენობაში აგრძელებდა სწავლას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთის განვითარების ფონდიდან გამოიყო თანხა ახალი სკოლა-პანსიონის ასაშენებლად.

უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდა მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე სტანდარტების მასალა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system