თავში

"შეძრული სულით ხორცამდე, გამწარებული დედა მოგმართავთ" - ნიკო კვარაცხელიას დედის წერილი

"შეძრული სულით ხორცამდე, გამწარებული დედა მოგმართავთ" - ნიკო კვარაცხელიას დედის წერილი
შეძრული სულით ხორცამდე, გამწარებული დედა მოგმართავთ - ნიკო კვარაცხელიას დედის წერილი

"მე, მისი მამა და და-ძმები ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ ნიკოს ოჯახი გვქვია… ქედს ვიხრით თითოეული თქვენგანის წინაშე", - თბილისში, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მადლობას უხდის.

მის წერილს უცვლელად გთავაზობთ: 

"მე არ მქონდა უფლება ერთი წუთითაც დამეგვიანებინა თქვენთვის სამადლობელი სიტყვა… შეძრული სულით ხორცამდე, გამწარებული დედა მოგმართავთ. დღეს ჩემი ნიკო, მომავლის ბიჭი უფალს მივაბარეთ, გაფრინდა ჩვენი ანგელოზი ზეცაში… თითოეულ თქვენგანს გეფერებით, მადლობას გიხდით გულწრფელი ცრემლებისათვის, ემოციებისთვის, რომელიც ჩემს, თქვენს, საქართველოს მომავალს გავაყოლეთ…

მე, მისი მამა და და-ძმები ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ ნიკოს ოჯახი გვქვია… ქედს ვიხრით თითოეული თქვენგანის წინაშე. ეს მძიმე წუთები თქვენმა სითბომ, სიყვარულმა, თანადგომამ და ნიკოს დაფასებამ შეგვიმსუბუქა. ჩვენი ოჯახისთვის არაფერია იმაზე მეტად საამაყო, რომ ჩვენმა პატარა ბიჭმა შეძლო თავის საქმის მიმართ ასეთი სიყვარულით აელაპარაკებინა ჩვენი ქვეყანა.

მინდა ვისურვო, რომ ნიკო იყოს ბოლო მსხვერპლი ახალგაზრდებში და მისმა სიკეთემ და სიყვარულმა შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. დამნაშავეების ოჯახებს ვთხოვ, კანონის აღსრულებას შეუწყონ ხელი, შემდეგ უფალს ვთხოვოთ შენდობა, მადლობა დედი იმ ლამაზი 22 წლისთვის რომელიც ჩვენთან გაატარე. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ შენი დაწყებული საქმე შენ ანასთან ერთად გავაგრძელოთ", - ნათქვამია წერილში, რომელსაც "სხვა ნანუკა" ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system