თავში

შეიძლება, 60 000-მდე დღიური შემთხვევით შევიდეთ პიკში - გამყრელიძე

შეიძლება, 60 000-მდე დღიური შემთხვევით შევიდეთ პიკში - გამყრელიძე
შეიძლება, 60 000-მდე დღიური შემთხვევით შევიდეთ პიკში - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაზომვების ინსტიტუტის გამოთვლით, რომელსაც ცენტრი ეყრდნობა, შესაძლოა, ვირუსის გავრცელების პიკი ქვეყანაში თებერვლის პირველ დეკადაში დადგეს. 

ამირან გამყრელიძის თქმით, პიკი დადგება სავარაუდოდ, 60 ათასამდე დღიური შემთხვევით, რომელთაგან ლაბორატორიულად დაახლოებით 20-30% გამოვლინდება.

„გაიზარდა ზარები ცხელ ხაზზე. ეს მოსალოდნელიც არის, ვინაიდან, ძირითადად, ეს შემთხვევები („ომიკრონის“) მიდის „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამან არ უნდა გაგვათამამოს – პროგნოზირების ინსტიტუტის გამოთვლით, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, ბოლო მონაცემებით, ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ, სადღაც, თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა, რომლიდანაც გამოვლინდება ლაბორატორიულად დაახლოებით 20-30%, ანუ შეიძლება, გვქონდეს 10-15 ათასამდე დღიური შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system