თავში

"შეიძლება მძიმე ძველით ახალი წელი გვქონდეს" - იმნაძე

"შეიძლება მძიმე ძველით ახალი წელი გვქონდეს" - იმნაძე
შეიძლება მძიმე ძველით ახალი წელი გვქონდეს - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს. 

მისი თქმით, რადგან კორონავირუსის ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, შესაძლოა, ძველით ახალ წელს ქვეყანაში "ომიკრონით" დაავადებული ბევრი ადამიანი იყოს. 

იმნაძე მოსახლეობას ურჩევს, რომ ახალი წელი მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღნიშნონ.

"პროგნოზი გვაქვს, რომ ახალ წელს "ომიკრონი" გვაცდის, მაგრამ რეკომენდაცია იქნება, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ვიწრო ოჯახურ წრეში, ერთ კლასტერში შევხვდეთ ახალ წელს, რადგანაც სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების გამოცდილებამ უკვე გვაჩვენა, რომ ის ძალიან სწრაფად გავრცელდება და შეიძლება ძველით ახალი წლისთვის იმდენი ავადმყოფი იყოს, რომ მძიმე ძველით ახალი წელი გვქონდეს", - განაცხადა იმნაძემ "TV პირველის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system