თავში

შეიძლება თუ არა ორსულების აცრა - იმნაძის განმარტება

შეიძლება თუ არა ორსულების აცრა - იმნაძის განმარტება
შეიძლება თუ არა ორსულების აცრა - იმნაძის განმარტება

ჯერჯერობით ორსულების „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრა არ შეიძლება, „ფაიზერით“ კი ორსულების ვაქცინაცია ექიმთან კონსულტაციის შემდეგაა შესაძლებელი,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ორსულები არ იცრება, იმიტომ, რომ ორსულებზე კლინიკური კვლევები არაა დამთავრებული. შესაბამისად, თუ კვლევები არ იქნება, ინსტრუქციაში ვერ ჩაწერენ.

„ფაიზერს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია იმ ორსულების აცრა, ვინც მაღალი რისკისაა. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით „ფაიზერით“ ორსულების აცრა შესაძლებელია, „სინოფარმითა“ და სინოვაკით“ კი ჯერჯერობით არა“,- განაცხადა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system