თავში

შეიცვალა პანდემიის მართვის მოდელი - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

შეიცვალა პანდემიის მართვის მოდელი - დაავადებათა კონტროლის ცენტრი
შეიცვალა პანდემიის მართვის მოდელი - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაცემული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, დღევანდელი უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილული თემები და რეკომენდაციებია:

"✔️ 3 რეგიონში: თბილისში, აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში, დამატებითი სტიმულების შექმნა, რათა აცრის მაჩვენებელი მოკლე დროში 60%-ს მიუახლოვდეს

✔️ ინტენსიური აცრების განხორციელება 10 ყველაზე მსხვილ ქალაქში, სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიების ფარგლებში

✔️ აგრესიული საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით

✔️ ე.წ მწვანე პასპორტის შემოღება

✔️ მარათონის გაგრძელება, ამ ეტაპისთვის კონცენტრირებულად ორ მუნიციპალიტეტში: ოზურგეთსა და გურჯაანში, იმ მიზნით, რომ აცრის მაჩვენებელმა მოკლე დროში 60%-ს მიაღწიოს

✔️ ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილების მნიშვნელობა

✔️ რიკს ჯგუფში მყოფი მოქალაქეების გრიპის საწინააღმდეგო აცრის აუცილებლობა

✔️ 12-15 წლის ბავშვებზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრულად დაშვება (განიხილება იმუნიზაციის საბჭოზე)

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეიცვალა პანდემიის მართვის მოდელი, სადაც აღარ განიხილება ლოქდაუნები და სატრანსპორტო შეზღუდვები" - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system