თავში

შემაკავებელი ორდერი ჰქონდა - ახალი დეტალები 23 წლის გოგოს გატაცების საქმეში

შემაკავებელი ორდერი ჰქონდა - ახალი დეტალები 23 წლის გოგოს გატაცების საქმეში
შემაკავებელი ორდერი ჰქონდა - ახალი დეტალები 23 წლის გოგოს გატაცების საქმეში

მცხეთის სოფელ მუხრანის ცენტრიდან 23 წლის გოგო, 40 წლამდე კაცმა სამ თანამზრახველთან ერთად მოიტაცა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა გოგო სამუშაო ადგილს ტოვებდა. ამ წუთებში დაზარალებული პოლიიცის განყოფილებაში იმყოფება.

მშობლებს ამ დრომდე მისი ნახვის საშუალება არ აქვთ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გამტაცებელს მანამდე შემაკავებული ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

"მანამდე ხელწერილი ჰქონდა მუხრანის განყოფილებაში, 15 დღის წინ გაფრთხილება მივეცითო, არანაირი პრობლემა არ იქნებაო, მაგრამ მოიტაცა ჩემი გოგო, ოთხ ბიჭთანე რთად იყო. მთავრობასაც ვთხოვ, რომ მოდიან ხმა მოგვეცით, ეს არის რომ გვერდში გიდგებოდით?! ახლა რა ხდება? 40 პოლიციის მანქანა იყო, მთელი დღე აქ გავათენეთ", - ამბობს გატაცებული გოგოს მამა, რაშიდ არიოღლი.

გატაცებულის ბაბუა, ალი ნეფალოღლი ამბობს, რომ მისი შვილიშვილი მეექვსეა ვისაც ბრალდებული ასე მოექცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system