თავში

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მეწარმე სუბიქეტების მიმართ ზეწოლის მიზნით კონტროლის ღონისძიებები განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, საგადასახადო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი რისკის მქონე გადასახადის გადამხდელებთან სისტემატურად ახორციელებს მიმდინარე კონტროლის პროცედურებს, მათ შორის, ინვენტარიზაციას.

„ინვენტარიზაციის მიზანია, მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, წარმოებისა და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული საქონლის (ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება.

აღნიშნული პროცესი ხორციელდება მათი ადგილმდებარეობის მიხედვით და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობა აუცილებელია. ამასთან, თუ კონტროლის პროცედურები (ფაქტობრივი აღრიცხვა) ერთი დღის განმავლობაში ვერ დასრულდება, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ, სათავსო ილუქება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, დგება შესაბამისი დალუქვის ოქმი.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებს ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ამგვარი ღონისძიებები განხორციელდა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში და აღნიშნულ რეგიონებში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტების მიმართ საგადასახადო კონტროლის პროცედურები განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, 2020 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 245 ფაქტი გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system