თავში

შენც ხომ გაქვს გაკეთებული აბორტი და შენთვისაც ვილოცებთო - ხათუნა სამნიძე

შენც ხომ გაქვს გაკეთებული აბორტი და შენთვისაც ვილოცე
შენც ხომ გაქვს გაკეთებული აბორტი და შენთვისაც ვილოცებთო - ხათუნა სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე სუს-ის კრებსების საქმესთან დაკავშირებით საკრებულოში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, რომელიც აბორტის მსხვერპლთათვის ტაძრის აშენების იდეას უკავშირდება. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვა ხმაურის ფონზე ჩატარდა. 

"აბორტებზე გამახსენდა.

საკრებულოში ინიციატივა შემოვიდა, საპატრიარქოს მოთხოვნით საკრებულოს მხარი უნდა დაეჭირა, აშენებულიყო ეკლესია (სახელი არ მახსოვს) რაღაც "აბორტის მსხვერპლებისთვის სალოცავად", ქალებისთვის და ბავშვებისთვისო, ცოდვილი ქალებისთვისო. სასწაულ ტექსტებს ვისმენდი.შესაბამისი რეაქცია რომ მქონდა და გაოგნებული ვსვამდი შეკითხვებს და "კამათი" (ისტერიკა ძირითადად) რომ გაჩაღდა, სადაც მეორე მხრიდან მესმოდა - როგორ ვბედავდი ამ თემაზე საერთოდ კამათს და ურჯულოსგან არც გვიკვირსო იკივლა რამდენიმემ, უცებ მესმის: შენც ხომ გაქვს გაკეთებული აბორტი და შენთვისაც ვილოცებთო, თუ რაღაც ასეთი. ჰა? რესპუბლიკელ კოლეგებს გადავხედე, ხომ არ მომესმათქო. არაო. კიდევ გაიმეორეს.ჰოდა, ხომ არ დავიწყებდი ახსნებს. "*იგ ხო არ გაქვთ" გამომეტყველებით კი ვუთხარი, რაც მოვასწარი იმ ისტერიკაში და ახლა გავიფიქრე, ამ კრებსებს საკრებულოს წევრებსაც ხომ არ ურიგებდნენ და ამათ წერა-კითხვა უჭირთ, მოგეხსენებათ და აერია ამდენ ნერვიულობაში რაღაც, თან საპატრიარქოს დავალება იყო, კარგად უნდა გამოჩენილიყო, თუ რაზეა წამსვლელი ფარისეველი მღვდლების დასაცავად.ეს ამბავიც ეწერება მაგ კრებსებში:) რა მაცინებს...", - წერს ხათუნა სამნიძე Facebook-ზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system