თავში

,,შესაძლოა, სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალურ სტატუსზე"- ბუწაშვილი

,,შესაძლოა, სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალურ სტატუსზე"- ბუწაშვილი
,,შესაძლოა, სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალურ სტატუსზე- ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ონლაინსწავლების შედეგებზე საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლოა, ამან ბავშვების მენტალობაზე სერიოზულად იმოქმედოს. 

მისივე თქმით, ონლაინსწავლება არც ისე ეფექტურია.

,,თითქმის, ერთი წელი გახდა, რაც ჩვენს ბავშვებს სკოლაში არ უვლიათ. მე ვფიქრობ, ეს სერიოზული დაღი იქნება მათთვის. ხშირად მედავებიან, რომ განათლების ხარისხი ონლაინ, უარესი არ არის - რა თქმა უნდა, არის.

იმ მასშტაბით, ვერავითარ შემთხვევაში ვერც ერთი მასწავლებელი ვერ ასწავლის, როგორც პირისპირი ინტერაქციის დროს. ბავშვებს სოციალური აქტივობები, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან სჭირდებათ და ახლა ფაქტობრივად არიან ოთხ კედელს შორის ჩამწყვდეულები. ის უდიდესი პრობლემა რაც გვქონდა, ბავშვები მიჯაჭვულები მობილურებთან დ ინტერენტთან, ახლა გაათმაგდა, იმიტომ რომ ამის სრული საშუალება იძულების წესით მივეცით ბავშვებს. ერთი წელი ძალიან დიდი დროა, სერიოზული გავლენა შეუძლია იქონიოს მათ მენტალურ სტატუსზე", - ამბობს ბუწაშვილი ,,მთავარ არხთან".

ცნობითვის, დღეიდან სწავლა ონლაინრეჟიმში განახლდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system