თავში

შესაძლებელია ეკლესიამ თავის მრევლს უთხრას რა გააკეთოს მან არჩევნებზე - ანდრია ჯაღმაიძე

შესაძლებელია ეკლესიამ თავის მრევლს უთხრას რა გააკეთოს მან
შესაძლებელია ეკლესიამ თავის მრევლს უთხრას რა გააკეთოს მან არჩევნებზე - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა ეკლესიამ მრევლს წინასაარჩევნოდ უთხრას, თუ როგორ მოიქცეს არჩევნებზე. მისი თქმით, ასეთი ქმედება არავის უნდა გაუკვირდეს. ამის შესახებ ჯაღმაიძემ ტელეკომპანია "ერთსულოვნებას" ეთერში განაცხადა. 

"ამ ტელევიზიების [კრიტიკული მედიის] უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე", – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system