თავში

"შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს" - ცერცვაძე

"შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს" - ცერცვაძე
შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს - ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ ვაქცინაციის არსებული ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს.

"მედიისა და საზოგადოების მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს, თუ ვაქცინაციის ის ტენდენცია გაგრძელდა, რომელიც ახლაა.

ერთხანს, ვაქცინაცია 25 000-30 000-მდე გაიზარდა, მაგრამ არასაკმაოდ, რადგან უნდა ყოფილიყო 40 000-50 000 და როდესაც ყველას იმედი გვქონდა, რომ 40-50 000-ს მივაღწევდით, ვაქცინაცია შემცირდა. ეს არის კატასტროფულად დაბალი რიცხვი", – განაცხადა ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 2646 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 47 პაციენტი.

23 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 700 895 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%;

სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.9%;

22 სექტემბერს აიცრა 12 948 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system