თავში

შესაძლოა, შემახსენებელი ვაქცინაცია გახდეს საჭირო - იმნაძე

შესაძლოა, შემახსენებელი ვაქცინაცია გახდეს საჭირო - იმნაძე
შესაძლოა, შემახსენებელი ვაქცინაცია გახდეს საჭირო - იმნაძე

დღეს ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინა მინიმუმ ექვსი თვე ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში კარგად მუშაობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე, არის ვარაუდი, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს შემახსენებელი ვაქცინაცია.

„ქვეყნებში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო. დღეისათვის იმის თქმა, რამდენ ხანს დარჩება იმუნიტეტი, ერთი წელი მაინც თუ იქნება, ეს მომავალი წლის დეკემბრამდე მაინც უნდა ვნახოთ. ეს კვლევები, რა თქმა უნდა, მუდმივად მიდის, მაგრამ ერთ-ერთი მოსაზრება არის, რომ შეიძლება შემახსენებელი ვაქცინაცია დასჭირდეს ადამიანს. იგივე გრიპს თუ ავიღებთ, ვიცით, რომ თითქმის ყოველწლიურად გრიპზე თავიდან უნდა აიცრას ადამიანი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system