თავში

შეცდომა შეიძლება ყველამ დაუშვას - მერაბ კოკოჩაშვილი ჟერარ დეპარდიეზე

შეცდომა შეიძლება ყველამ დაუშვას - მერაბ კოკოჩაშვილი ჟერარ დეპარდიეზე
შეცდომა შეიძლება ყველამ დაუშვას - მერაბ კოკოჩაშვილი ჟერარ დეპარდიეზე

ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა, ჩემი საქმე არის ღრმა, სერიოზული შემოქმედება და მას ვაკეთებ სერიოზულ მსახიობთან ერთად, რომელსაც შეიძლება ცხოვრებაში პოლიტიკური შეცდომები ჰქონდეს დაშვებული, - ამის შესახებ რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა განაცხადა, რომელიც ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს მონაწილეობით ფილმის გადაღებას აპირებს.

კოკოჩაშვილის თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება შეცდომა დაუშვას.

"რახან მე არჩევანი გავაკეთე მასზე, ჩემი პოზიცია ეს არის, აბა სხვა რა პოზიცია უნდა მქონდეს. შესაძლებელია, რომ მცდარი გადაწყვეტილება ათასმა ადამიანმა მიიღოს. ეს ადამიანი არის მსახიობი და შეიძლება შეცდომა დაუშვას. ეს არის პოლიტიკა. ჩვენთან ფილმში კი ქართულ ღვინოზეა საუბარი. ქებაა ის, რასაც გასუქებული ევროპელი მწერალი ამბობს ღვინოზე. ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა, ჩემი საქმე არის ღრმა, სერიოზული შემოქმედება და მას ვაკეთებ სერიოზულ მსახიობთან ერთად, რომელსაც შეიძლება ცხოვრებაში პოლიტიკური შეცდომები ჰქონდეს დაშვებული", - განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.

ცნობისთვის, ფრანგ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს, 2013 წელს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი აქვს დარღვეული და მას საქართველოში შემოსვლა ეკრძალება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system