თავში

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია - კულუმბეგოვი

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია - კულუმბეგოვი
შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში იმ შეზღუდვების შესახებ წერს, რომელიც მისი აზრით, არსებულ ვითარებაში აუცილებელია:

"სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება," - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსნებთ, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 827 ადამიანი დაინფიცირდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ყოველდღიური დაინფიცირების მაჩვენებელი კი კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system