თავში

შეზღუდვების დარღვევისთვის 8 716 პირი დაჯარიმდა 

შეზღუდვების დარღვევისთვის 8 716 პირი დაჯარიმდა 
შეზღუდვების დარღვევისთვის 8 716 პირი დაჯარიმდა 

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. 

„მათ შორის: თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი – საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი; მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა -დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი; მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება – დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი; სამ პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა – დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი; კომენდანტის საათის დარღვევა – დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება – დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი; იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი – დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი; ინდ. მეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი – დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე)“,- ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system