თავში

შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის - ვახტანგ კალოიანი

შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის - ვახტანგ კალოიანი
შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის - ვახტანგ კალოიანი

„შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის", - ამის შესახებ ექიმმა, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და მობილობის ნებისმიერი ხარისხით გაზრდა სახიფათოა.

„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით გადატვირთულია კრიტიკული მედიცინის და რეანიმაციის განყოფილებები მძიმე პაციენტებით და მე არ მგონია, რომ სისტემამ უსაფრთხოდ გაუძლოს იგივეს, რაც იყო დეკემბრის პირველ ნახევარში, ოქტომბრის დასაწყისში ან სექტემბრის ბოლოს ბათუმში. 

ჩემი აზრით, არ არის მიზანშეწონილი შეზღუდვების მოხსნა. არ ვარ დარწმუნებული, რომ გახსნის შემთხვევაში ხელისუფლება მოახერხებს ადეკვატურად მართოს ნაკადები და მართოს იმ შეზღუდვების შესრულება, რაც იქნება დარჩენილი. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, კატასტროფული „შავი პარასკევი“, არჩევნები და ბევრი მსგავსი ფაქტია, რომელიც არ გვაძლევს იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ მოხსნის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ ვიყოთ.

ჩემი აზრით, იანვარ-თებერვალი მოგვიწევს მეტ-ნაკლები შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრება, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ“, - განაცხადა კალოიანმა ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system