
თბილისის ზოოპარკში 1962 წელს გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს. ვიდეომასალის მიხედვით ირკვევა, რომ ზოოპარკს ნამდვილად ჰყოლია აფრიკის ბინადრები: ბობი და ნე.
არქივის თანახმად, ბობი 4 მეტრისა და 30 სანტიმეტრის ყოფილა, ნეს სიმაღლე კი 4 მეტრსა და 10 სანტიმეტრს აღწევდა.
1960-იანი წლების შემდეგ თბილისის ზოოპარკს ჟირაფები აღარ ჰყოლია.
როგორც ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ Report.ge-სთან საუბარში განაცხადა, თბილისის ზოოპარკში ჟირაფებს ერთ წელში ჩამოიყვანენ.
"ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ვოლიერების მშენებლობა, მართალია, დღეს და ხვალ არა, თუმცა დაახლოებით ერთ წელში ჟირაფი გვეყოლება",- განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა.