თავში

შორტების ჩაცმისთვის პანკისში მამა-შვილს სცემეს

შორტების ჩაცმისთვის პანკისში მამა-შვილს სცემეს
შორტების ჩაცმისთვის პანკისში მამა-შვილს სცემეს

პანკისში, ქუჩაში შორტებით სიარულის გამო მამა-შვილს სცემეს. პანკისის სათემო რადიოს ცნობით, შემთხვევა 8 აგვისტოს მოხდა და დაკავებული არავინაა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს სამი ახალგაზრდა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან მდებარე კაფესთან დაესხა.

დაპირისპირების მიზეზი შორტებით სიარული გახდა, როგორც გელა წელაური ამბობს მის შვილს უთხრეს, რომ ეს პანკისია, აქ ასე სიარული არ შეიძლება და ჩვენ გიკრძალავთო, რასაც თავდამსხმელთა მხრიდან ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ეს შორტების გამო თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის პანკისში, 2019 წლის 20 ივნისს, სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში, რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა "მოძრაობის თეატრის" მსახიობს, რომელსაც შორტები ეცვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system