თავში

"შოთაძე მკვლელებს მალავს" - თეონა თამაზაშვილი

"შოთაძე მკვლელებს მალავს" - თეონა თამაზაშვილი
შოთაძე მკვლელებს მალავს - თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს. თეონა თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია და მკვლელებს შოთაძის უწყება მალავს.

"შოთაძე მკვლელებს მალავს,მალავს ვერსად დაიმალებიან მიწის გარდა!!!" - წერს თეონა თამაზაშვილი Facebook-ზე.

ეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system