თავში

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

29 მაისიდან თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა მგზავრობის დროს სავალდებულო იქნება პირბადეების გამოყენება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის კონტროლს დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანი, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. როგორც მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად შეუძლებელია და მოსახლეობამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ამას ზედამხედველობას გავუწევთ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლდეს. დღესვე შეხვდით ხელმძღვანელობას, რომ მოხდეს კონტროლი და ტრანსპორტში მგზავრი პირბადის გარეშე არ ავიდეს. ასევე, ავტობუსებში არ უნდა ჩაირთოს კონდიციონერი, ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში და მაქსიმალურად განიავდეს. მეტროს ამის აუცილებლობა არ აქვს. იქ ჰაერი ისედაც ნიავდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა, რომლის საუძველზეც, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება აკრძალული იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system