თავში

შს სამინისტრო შშმ პირებთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

შს სამინისტრო შშმ პირებთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს
შს სამინისტრო შშმ პირებთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

შს სამინისტროში შშმ პირებთან და მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან, ასევე, ამ სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე უძღვებოდა.

შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, მიმდინარე წლის 31 მარტს დამტკიცდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის რეგულარული ხასიათის მქონე სამომავლო თანამშრომლობას, რომლის ნიადაგზეც საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნება. მისი მიზანი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემთან მუდმივი და მჭიდრო კონსულტაციების წარმოება, ისევე, როგორც სამომავლო სამოქმედო გეგმების შემუშავების და განხორციელების პროცესში მათი არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system