თავში

შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით უფასო გახდა - PHR

შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით უფასო გახდა - PHR
შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით უფასო გახდა - PHR

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით უფასო გახდა, - სიახლის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ისტორიული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ, მათი მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

,,ეს წუთია ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება.

დღეიდან, ყველა ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომი გახდა უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით", - წერს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system