თავში

შსს-მ ნამოხვანის ტერიტორიიდან კარვების გატანის გადაწყვეტილება მიიღო

შსს-მ ნამოხვანის ტერიტორიიდან კარვების გატანის გადაწყვეტილება მიიღო
შსს-მ ნამოხვანის ტერიტორიიდან კარვების გატანის გადაწყვეტილება მიიღო

ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოების პარალელურად შსს-მ ტერიტორიიდან კარვების გატანის გადაწყვეტილება მიიღო. 

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system