თავში

შვედეთში, 25 წლის ქართველი გოგო უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის მოადგილედ დაინიშნა

შვედეთში, 25 წლის ქართველი გოგო უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის მოადგილედ დაინიშნა
შვედეთში, 25 წლის ქართველი გოგო უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის მოადგილედ დაინიშნა

შვედეთში, 25 წლის თეონა სვანიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მოადგილედ დაინიშნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეონას დედა ქეთევან ბაღათურია წერს.

,,ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, როცა არ ვიცი სიხარულით ვიცინო თუ ვიყვირო, ვიყვირო ხმამაღლა რომ უბედნიერესი დედა ვარ. დღეს თეონა სტოკჰოლმის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის მოადგილედ დაინიშნა. შვედეთის ისტორიაში პირველად პირველი ქართველი, 25 წლის გოგო. ეს ისტორიას არ ახსოვს. ეს არის ზეაღმატებული გამარჯვება თეონას ცხოვრებაში.

ის რასაც თვითონ შვედები წლობით ელოდებიან. ხშირად ვერც აღწევენ.

დავით სვანიძე, ჩვენ უფალმა ისეთი სიმდიდრე გვარგუნა წილად, რომელსაც ვერასოდეს, ვერანაირი ძალა ვერ წაგვართმევს. ჩვენი დაუღალავი შრომა ჩვენმა შვილებმა დაგვიფასეს. ამაზე დიდი და მეტი რა უნდა ვინატროთ. მარტო ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე", - წერს თეონას დედა სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system