თავში

სიმპტომების შემთხვევაში დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კოვიდი - გამყრელიძე

სიმპტომების შემთხვევაში დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კოვიდი - გამყრე
სიმპტომების შემთხვევაში დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კოვიდი - გამყრელიძე

უნდა დავრჩეთ სახლში და სახლიდან კონტაქტი გვქონდეს ჩვენს ოჯახის ექიმთან და 112-თან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კოვიდი, ამიტომ უნდა დავრჩეთ სახლში და სახლიდან კონტაქტი გვქონდეს ჩვენს ოჯახის ექიმთან და 112-თან.

"თუ 112 და ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ ტესტის გაკეთებას, მაშინ უნდა გავიკეთოთ. ტესტის პასუხი სანამ გექნებათ, სასურველია ისევ იზოლაციაში დარჩეთ და იმოქმედოთ ექიმის დანიშნულებისა და რეკომენდაციების მიხედვით. ეს არის დღეს მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system