თავში

სინოდი გიორგი მამალაძის საკითხს აღარ განიხილავს

სინოდი გიორგი მამალაძის საკითხს აღარ განიხილავს
სინოდი გიორგი მამალაძის საკითხს აღარ განიხილავს

სინოდი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს აღარ განიხილავს. ამის შესახებ რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ დადასტურდა, შესაბამისად, საუბარი ამ საკითხზე არ შედგება.

სინოდი არ განიხილავს ამ საკითხს, იყო თავის დროზე განხილული და როცა გამოძიება დაიწყო, პატრიარქმა თქვა, რომ გამოვუცხადოთ ნდობა გამოძიებას. იყო საუბარი, რომ მძიმეა მისი მდგომარეობა და გადაყვანილია საავადმყოფოში, ჩვენ გავესაუბრეთ ექიმებს და გვითხრეს, რომ არც ისე მძიმეა მდგომარეობა," - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.

როდის გაიმართება სინოდის სხდომა მიტროპოლიტისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურას ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითიც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს.

გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. ის ამ დრომდე ციხის საავადმყოფოში მკურნალობს. ადვოკატების ინფორმაციით, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი და გადაადგილება არ შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system