თავში

"სინოფარმით" ვაქცინაცია იწყება - რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული

"სინოფარმით" ვაქცინაცია იწყება - რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული
სინოფარმით ვაქცინაცია იწყება - რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან, 4 მაისიდან საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაცია იწყება. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე.

მათივე ცნობით, 4 მაისს 09:30 საათზე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ყიფშიძის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე "სინოფარმის“ ვაქცინით აიცრება.

NCDC-ის ცნობით, დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system