თავში

"სინოფარმსა" და "სინოვაკზეც" აქტივობა მზარდია - თამარ გაბუნია

"სინოფარმსა" და "სინოვაკზეც" აქტივობა მზარდია - თამარ გაბუნია
სინოფარმსა და სინოვაკზეც აქტივობა მზარდია - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ "ფაიზერით" საყოველთაო ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პირველი დღე შეაფასა და თქვა, რომ სარეგისტრაციო პორტალმა წარმატებით იმუშავა. მისი თქმით, შეფერხებები დასაწყისიდან 15 წუთის განმავლობაში იყო, თუმცა სულ მალე ის სრულად მოგვარდა და მოქალაქეებმა შეძლეს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია. 

"დაუყოვნებლივ sms-ი, ამ შემთხვევაში, აღარ იგზავნება, sms-ს მითითებული ტელეფონის ნომერზე, ჯავშნის დადასტურებით მოქალაქე მიიღებს მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

ორ საათში 107 ათასში მოქალაქის რეგისტრაცია მიუთითებს იმას, რომ საზოგადოების მოლოდინი და არჩევანი არის Pfizer-ის მხარეს, მაგრამ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქტივობა Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინებზე, ასევე, AstraZeneca-ზეც მზარდია",- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system