თავში

"სინოვაკზე" რეგისტრაცია იწყება

"სინოვაკზე" რეგისტრაცია იწყება
სინოვაკზე რეგისტრაცია იწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინურ "სინოვაკზე" რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ვაქცინაცია კი - 24 მაისს.

როგორც გამყრელიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, "სინოვაკით" აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ. მისივე თქმით, ინდონეზიის კვლევებით, ამ ვაქცინის ეფექტურობა 90%-მდეა.

"საბჭოს გადაწყვეტილებით, პარასკევს გამოცხადდება მისი რეგისტრაციის პროცესი, ხოლო თვითონ ადმინისტრირება ვაქცინის უკვე ორშაბათიდან საქართველოს მასშტაბით. ეს განსაზღვრულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის.

ამ ვაქცინის ეფექტურობა ინდონეზიის კვლევებით ადის 90%-მდე. ჯანმო-ს არ დაველოდებით, რადგან უკვე პირველი ჩინური ვაქცინა, პირველი დოზები თითქმის ამოწურულია. მოთხოვნილება დიდია საკმაოდ ქვეყანაში, უკვე იზრდება ვაქცინაციის მიმართ და არ არის სასურველი, რომ შევაჩეროთ ახლა", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system