თავში

სიტუაცია ისევ დაძაბულია - პაატა იმნაძე

სიტუაცია ისევ დაძაბულია - პაატა იმნაძე
სიტუაცია ისევ დაძაბულია - პაატა იმნაძე

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ისევ საკმაოდ დაძაბულია, სიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილიზირდება, მატულობს შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ საბედნიეროდ დრამატულ მატებას ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, თუ რეგულაციების მკაცრი დაცვა მოხდება, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დაავადების კატასტროფულ მატებას თავიდან ავიცილებთ. 

"ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ისევ საკმაოდ დაძაბულია. 1 551 ახალი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელი იყო, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა. მთავარი ამოცანა ჩვენი არის ის, მაქსიმალურად პირბადის გამოყენება და აუცილებლად კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თავი შევიკავოთ სუფრებისაგან, რადგანაც ყველაზე დიდი რისკი გახლავთ სუფრები. გუშინ 30 000-მდე ტესტი ჩატარდა, აქედან თითქმის 18 000-მდე იყო PCR ტესტი, დანარჩენი ანტიგენის ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ისევ და ისევ არის 4-ზე მეტი - ეს იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილიზირდება, მატულობს შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ საბედნიეროდ დრამატულ მატებას ადგილი არ აქვს. თუ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ ყველა არსებულ რეგულაციას, უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ არ მივაღწევთ დაავადებულთა რაოდენობის ისეთ კატასტროფულ მატებას, როგორიც ჩვენ გასული წლის შემოდგომის ბოლოს გვქონდა", - განაცხადა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system