თავში

სიტუაცია მძიმდება - პაატა იმნაძე

სიტუაცია მძიმდება - პაატა იმნაძე
სიტუაცია მძიმდება - პაატა იმნაძე

ჩვენი ამოცანაა, რამენაირად ისე გავლიოთ აპრილი და მაისი, რომ ისევ არ დავუბრუნდეთ იმ კატასტროფულ რიცხვებს, როცა დღეში 50 ადამიანი იღუპებოდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, ამისათვის საჭიროა პირბადეების ტარება, სუფრებისთვის თავის არიდება და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. 

"ყველა არსებული ინდიკატორი გვეუბნება, რომ სიტუაცია მძიმდება. ერთი საიმედო, რაც გამოჩნდა არის ის, რომ პირბადეების ტარების მაჩვენებელმა ცოტათი მოიმატა და ეს გვაძლევს საფუძველს, რომ შედარებით ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ. ბოლო პერიოდში დღეში უკვე 17-18 ადამიანი იღუპება, რადგან შემთხვევების რაოდენობაც გაზრდილია. ახლა ჩვენი ამოცანაა, რამენაირად ისე გავლიოთ აპრილი და მაისი, რომ ისევ არ დავუბრუნდეთ იმ კატასტროფულ რიცხვებს, როცა დღეში 50 ადამიანი იღუპებოდა. ამისთვის უნდა ვატაროთ პირბადე, მაქსიმალურად თავი ავარიდოთ სუფრებს და ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system