თავში

სიტუაციის გაუარესების მაღალი რისკია, აფრიკული და ინდური შტამი სინამდვილეში ბევრად მეტია - გამყრელიძე

სიტუაციის გაუარესების მაღალი რისკია, აფრიკული და ინდური შტამი სინამდვილეში ბევრად მეტია - გამყრელიძე
სიტუაციის გაუარესების მაღალი რისკია, აფრიკული და ინდური შტამი სინამდვილეში ბევრად მეტია - გამყრელიძე

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლაბორატორიულად მხოლოდ ერთი ე.წ. სამხრეთ აფრიკული და 18 ინდური შტამია დადასტურებული, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი შტამებით ბევრად მეტი ადამიანია ინფიცირებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში, 80%-დან 90%-მდე, ე.წ. ბრიტანული შტამი დომინირებს, რის გამოც, ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი სტაბილურდება.

„ბოლო პერიოდში, ლაბორატორიულად დადასტურდა ერთი სამხრეთ აფრიკული და 18-მდე ინდური შტამი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ 18 ადამიანს აქვს ეს შტამი. ის, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკული შტამი, გაცილებით მეტ ადამიანს აქვს. ძირითადად, ქვეყანაში ბრიტანული შტამი დომინირებს. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ეს გაუმჯობესება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. არსებობს სიტუაციის გაუარესების მაღალი რისკი. ამის საწინააღმდეგოდ, აუცილებელია რამდენიმე ღონისძიების მუდმივად გატარება“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system