თავში

სჯობს ხალხმრავალი ადგილებისგან თავი შევიკავოთ - ცქიტიშვილი

სჯობს ხალხმრავალი ადგილებისგან თავი შევიკავოთ - ცქიტიშვილი
სჯობს ხალხმრავალი ადგილებისგან თავი შევიკავოთ - ცქიტიშვილი

მოვუწოდებ მოქალაქეებს, თუ არ აქვთ განსაკუთრებული საჭიროება წინასაახალწლო დღეებში გავიდნენ სავაჭრო ცენტრებში, რა თქმა უნდა, სჯობს შევიკავოთ თავი ხალხმრავალი ადგილებისგან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან, ასევე, ბიზნესის წარმომადგენებს მოუწოდა, რომ პანდემიის წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვები მკაცრად დაიცვან.

,,დილიდან პარლამენტში ვართ და არ მქონდა საშუალება ინტენსიურად მენახა, თუ რა ხდება სავაჭრო ცენტრებში. ზოგადად, სოციალურ მედიაში სურათებიდან ვნახე, რომ საკმაოდ კარგად ხდება ჯერჯერობით იმ წესების დაცვა, რომელიც გათვალისწინებული იყო. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ვხედავთ, არის აქტიური ინტერესი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომ სავაჭრო ცენტრებში იშოპინგონ. ბუნებრივია, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, ბიზნესს, რომ ძალიან მკაცრად გააგრძელოს წესების დაცვა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრები, მოლები და არასასურსათო მაღაზიები დღეს გაიხსნა.

სავაჭრო ობიექტებზე მოქმედებს განსაკუთრებული წესები. სამუშაო საათები დილის 7-დან საღამოს შვიდამდე განისაზღვრა. შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება 2 იანვრის ჩათვლით მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system