თავში

სკოლის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტს გმობს - წყალტუბოს მე-3 სკოლის დირექტორი

სკოლის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტს გმობს
სკოლის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტს გმობს - წყალტუბოს მე-3 სკოლის დირექტორი

წყალტუბოს მე-3 სკოლის დირექტორის მიხეილ კაკაბაძის განცხადებით, მე-12 კლასის მოსწავლის დაჭრა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საჯარო სივრცეში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. 

დირექტორის თქმით, სკოლის ადმინისტრაცია აღნიშნულ კრიმინალურ ფაქტს გმობს. 

"აღნიშნული ინციდენტი მოხდა საჯარო სივრცეში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. ბავშვი არის ძალიან კარი, მეგობრული, ეს არის აბსოლუტურად კრიმინალური ფაქტი, რომელსაც თითოეული მოქალაქე და სკოლის ადმინისტრაცია ვგმობთ", - განაცხადა წყალტუბოს მე-3 სკოლის დირექტორმა მიხეილ კაკაბაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ, წყალტუბოში მეთორმეტე კლასის მოსწავლე დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system