თავში

ავტომობილისა და მოპედის შეჯახებას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ავტომობილისა და მოპედის შეჯახებას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ავტომობილისა და მოპედის შეჯახებას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში, მოპედისა და ავტომობილის შეჯახება მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში მოხდა. ავარიის გამო მოპედზე მსხდომი ორი არასრულწლოვანიდან ერთი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

როგორც report.ge- ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დადგენილი და გამოკითხულია იმ ავტომობილის მძღოლი, რომელიც შეჯახებაში მონაწილეობდა. უწყების ცნობით, ბრალეულობის საკითხი და პასუხისმგებლობა ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დადგება. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system