თავში

სოფელ კულაშის მოსახლეობა წყლის მიწოდებას ითხოვს

სოფელ კულაშის მოსახლეობა წყლის მიწოდებას ითხოვს
სოფელ კულაშის მოსახლეობა წყლის მიწოდებას ითხოვს

საპროტესტო აქცია გამართა სოფელ კულაშის მოსახლეობამ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის დასახლებას წყალი ორი თვეა არ მიეწოდება. დემონსტრანტების თქმით, ისინი სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდენბიან.

აქციაზე მოსალაპარაკებლად წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელიც მივიდა, თუმცა მის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ პროტესტი უსაფუძვლოა და მოსახლეობას წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება. მან აღნიშნა, რომ იყო შეფერხებაც, თუმცა შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ წყალმომარაგება აღდგენილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system