თავში

სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება
სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი მოიცავს რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსს - ხალხის რჩეული მცხობელის, ფესტივალის საუკეთესო ხაჭაპურის, ყველაზე ინოვაციური და ორიგინალური ხაჭაპურისა თუ სხვა ნომინაციების გამარჯვებულთა გამოსავლენად.

„ხაჭაპურის კონკურსში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 მოყვარული და პროფესიონალი მზარეული მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები.

ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ახალ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და ხაჭაპურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ქართული გასტრონომიის ეს დღესასწაული სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოში USAID-ის „ზრდა“ პროექტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system