თავში

სოფლად სახლს კიდევ 130 დევნილ ოჯახს შეუძენენ

სოფლად სახლს კიდევ 130 დევნილ ოჯახს შეუძენენ
სოფლად სახლს კიდევ 130 დევნილ ოჯახს შეუძენენ

სოფლად სახლს კიდევ 130 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდიან. პროექტს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

“კიდევ 130 დევნილ ოჯახს სოფლად სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს შევუსყიდით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ. დევნილები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ.”, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

წელს სააგენტოს 1 200 ოჯახის განსახლება აქვს დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system