თავში

ელის მარია სააკაშვილის სასცენო დებიუტი - VIDEO

ელის მარია სააკაშვილის სასცენო დებიუტი - VIDEO
ელის მარია სააკაშვილის სასცენო დებიუტი - VIDEO

პატარა ელის მარია სააკაშვილი "მთავარი არხის" საახალწლო კონცერტზე, სცენაზე დედასთან, სოფო ნიჟარაძესთან ერთად გამოჩნდა. 

პატარა ელის მარია საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გააცნო. 

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, ბედნიერია, რადგან მისი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია, შვილის სატელევიზიო დებიუტით. 

"ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება "მთავარი არხის" საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system