თავში

სოლოღაშვილი: ახალი ინფიცირებული ცნობილი კლასტერიდანაა - VIDEO

სოლოღაშვილი: ახალი ინფიცირებული ცნობილი კლასტერიდანაა - VIDEO
სოლოღაშვილი: ახალი ინფიცირებული ცნობილი კლასტერიდანაა - VIDEO

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს. როგორც ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა, ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნება. 

მისივე თქმით, ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

,,გვაქვს ერთი ახალი შემთხვევა მხოლოდ, ეკუთვნის კვლავ თეთრიწყაროს კლასტერს, ცნობილი კლასტერია, არის საშუალო ხნის ქალბატონი. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმითაა გამოხატული. ამ ეტაპისთვის მძიმე პაციენტი არ გვყავს, პაციენტების მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ დროისთვის 75 პაციენტი მკურნალობს. მათგან 62 კოვიდდადასტურებულია. 5 პაციენტი საყურადღებოა. კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 10 მოზარდია. 

როგორც მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, შაბათ-კვირის განმავლობაში კლინიკაში კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 მათგანი უკვე გაეწერა, 3 კი კლინიკას დღეს ან ხვალ დატოვებს.

ამასთან, ბოჭორიშვილის კლინიკიდან კვლევაში დღეს 6 ახალი პაციენტი ჩაერთვება.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 638-მდე გაიზარდა. 

კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317 გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system