თავში

სპორტსმენები: ბარები გაივსო, რატომაა საშიში სპორტდარბაზები

სპორტსმენები: ბარები გაივსო, რატომაა საშიში სპორტდარბაზები
სპორტსმენები: ბარები გაივსო, რატომაა საშიში სპორტდარბაზები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა, სპორტული დაწესებულებების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დაწესებულებები გაურკვეველი ვადით არის დახურული და მწვრთნელები შემოსავლის წყაროს გარეშე არიან დარჩენილები. აღნიშნული მოთხოვნით სპორტსმენებმა მთავრობის კანცელარიაში განცხადება ჩააბარეს.

"აქ შევიკრიბეთ სპორტსმენები და მწვრთნელები, ვისაც გვაინტერესებს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენი მოთხოვნაა, შესაბამისი წესების შემუშავება მოხდეს ჩვენი თანამონაწილეობით, მოგვეცეს საშუალება გავხსნათ სპორტდარბაზები და განვაახლოთ ვარჯიში. კონსულტაციები აუცილებელია, მაგალითად, წარმოუდგენელია პირბადეებით ვარჯიში და ამიტომ საჭიროა, სხვა მიდგომებით დარეგულირდეს წესები. კონკრეტულ თარიღებზე არავინ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ახლო მომავალში რაღაც იქნება, ეს მომავალი კი ბუნდოვანია. გარდა იმისა, რომ ვარჯიში ჯანმრთელობას აძლიერებს, მწვრთნელებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. თუ ბარების და რესტორნების შემთხვევაში მოხერხდა გახსნა და გაივსო ეს დაწესებულებები, გაუგებარია რატომ არის სპორტდარბაზი ასეთი საშიში, რადგან ალკოჰოლის მოხმარება არ ხდება?! ჩვენ კანცელარიაში ჩავაბარეთ განცხადება და იმედია გამოხმაურება მოჰყვება ამას", - უთხრა Report.ge-ს გიორგი ვასაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system