თავში

ქუთაისში გაზის მილს წყალი მიუერთეს

ქუთაისში გაზის მილს წყალი მიუერთეს
ქუთაისში გაზის მილს წყალი მიუერთეს

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, #161 კორპუსში აბონენტმა წყლის გამაცხელებლის თვითნებურად მონტაჟის დროს, გაზის მილი წყლის მილზე დააერთა.

არასწორი მიერთების შედეგად, კორპუსში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. ბინაში ამ დრომდე იგრძნობა გაზის მძაფრი სუნი. ადგილზე მობილიზებული არიან „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბრიგადები, რომლებიც დაზიანების აღმოფხვრას ცდილობენ.

„აბონენტმა თვითნებურად შეაერთა გაზის და წყლის მილი, რის შედეგადაც ცივი წყალი, რაც მილში იყო, გადავიდა გაზის მრიცხველში, მრიცხველიდან გადმოვიდა ცენტრალურ მილში და ავტომატურად გადაკეტა გაზი. მალე რომ არ გადაეკეტა, მთელი მაგისტრალი დაზიანდებოდა. ჩვენ უკვე გავჭერით მილი, საიდანაც გამოიდევნა წყალი და ახლა ვმუშაობთ, რომ ინდივიდუალურად აღუდგეს აბონენტებს გაზის მიწოდება", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

მომხდარის შედეგად 12 აბონენტს გაზის მრიცხველი დაუზიანდა, მათთვის ახალი მრიცხველები იმ აბონენტმა უნდა იყიდოს, რომლის მიზეზითაც მეზობლები დაზარალდნენ.

"სოკარ ჯორჯია გაზში" აცხადებენ, რომ აღნიშნულ კორპუსში მაცხოვრებლებს, შესაძლოა, ბუნებრივი აირი დღის ბოლომდე არ მიეწოდოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system