თავში

სრული კოშმარის მე-15 დღეა, რომ მეგონა გავუძელი და წავიდა, მაშინ აღარ მეყო ჰაერი - სოფო ზურაბიანი

სრული კოშმარის მე-15 დღეა, რომ მეგონა გავუძელი და წავიდა, მაშინ აღარ მეყო ჰაერი - სოფო ზურაბიანი
სრული კოშმარის მე-15 დღეა, რომ მეგონა გავუძელი და წავიდა, მაშინ აღარ მეყო ჰაერი - სოფო ზურაბიანი

ჟურნალისტი და "ფორმულას" წამყვანი სოფო ზურაბიანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტს აქვეყნებს. 

როგორც სოფო ზურაბიანი წერს, კლინიკაში ინფიცირებიდა მე-11 დღეს, ჰაერის უკამრისობით მოხვდა, მანამდე კი დაავადება მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობდა. 

"პასუხი კითხვაზე - სად გაქრა სოფო? მადლობა, რომ ასე გიყვარვართ. 

ახლობლებმა იციან, მაგრამ იმდენი ადამიანი მწერს და მკითხულობს , მოვიკრიბე ძალა და აქ დავწერ, აქამდე ამის თავი უბრალოდ არ მქონდა.ერთი წელი მსდია კორონამ ფეხდაფეხ და მაინცდამაინც მაშინ დამეწია, როცა აცრის შესაძლებლობა გაჩნდა ჩემი ასაკობრვი კატეგორიისთვის. ნუ "პფაიზერი" და "ასტრაზენეკა" ასაკობრივად ვერ,მაგრამ ჩინური "სინოფარმის" უცებშევსებული ადგილების ძიებაშიც უშედეგოდ გავატარე ერთი კვირა კომპიუტერთან და ყოველთვის "ცხვირწინ ამაცალეს" თბილისში ან თბილისიდან 2 საათის სავალზე პოტენციური თავისუფალი ადგილი. მოკლედ, ვერ ვიყოჩაღე და აი ,სწორედ ხელჩაქნეულს და "პფაიზერის ივლისის” მომლოდინეს რამდენიმე დღეში დამეწია კორონავირუსი. დღეს მე-15 დღეა სრული კოშმარის - სიცხე ისევ მაქვს, მაგრამ, საბედნიეროდ, არა 39 როგორც პირველი 11 დღე მუდმივად. რომ მეგონა გავუძელი და წავიდათქო , მაშინ აღარ მეყო ჰაერი და კლინიკა დამჭირდა . კიდევ კარგი ბოჭორიშვილის კლინიკაში მოვხვდი. საუკეთესო პროფესიონალების გარემოცვაში , რომლებიც 24 საათის განმავლობაში წარმოუდგენლად შრომობენ ადამიანების გადასარჩენად და თან შესანიშნავად გამოსდით. ამაში პირადად ჯერ კიდევ დეკემბერში დავრწმუნდი, როცა აქ მამა გამომიჯანმრთელეს კორონასგან . დამჯერი პაციენტი ვარ და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. როდის? მალე ! თარიღს ნუ მკითხავთ, კორონას თურმე თარიღების დათქმა არ უყვარს. მიხარია, რომ კლასტერი არ მყავს . შაბათს ამიწია სიცხემ და ოჯახის წევრებსაც კი არ გადავდე. #აიცერით #სულერთიარამეთი ახლანდელ ფოტოს არ დავდებ . აი , ასე უნდა ვიყო მალე - ჩემს თავს პირობა პირველი დღიდან მივეცი" - წერს ჟურნალისტი. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system