თავში

სტიქია მესტიაში- რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

სტიქია მესტიაში- რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა
სტიქია მესტიაში- რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

"ძლიერი წვიმის შედეგად,მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჟაბეშში, რამდენჯერმე ადიდდა ღელე, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას",- ამის შესახებ ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებობს მეწყრული პროცესის გააქტიურების საფრთხე.

"დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდი. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში ხდება ღელის განტვირთვა. ამ დროისთვის კლავ არსებობს მეწყრული პროცესის გააქტიურების საფრთხე.

უშგულის თემში, სტიქიამ სოფელ მურყმელსა და ჩაჟაშს შორის გზის 100 მეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა, ამ დროისთვის შეუძლებელია აღნიშნულ სოფლებს შორის ავტომობილით გადაადგილება. ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადიდებულმა მდინარე დევრამ დააზიანა შიდა სასოფლო გზები და ხიდი",- აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში 

მიმდინარეობს სტიქიის საპრევენციო სამუშაოები რის შემდეგაც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system