თავში

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული
სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა. 33 წლის დასაქმებული ადგილზე გარდაიცვალა. მშენებლობაზე სამუშაოები შეწყდა. მშენებლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და უსაფრთხოების ზომების დაცვას ითხოვენ. მათი თქმით გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

სურამში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system