თავში

სვანეთში კორონავირუსი უკვე 43 პირს დაუდასტურდა

სვანეთში კორონავირუსი უკვე 43 პირს დაუდასტურდა
სვანეთში კორონავირუსი უკვე 43 პირს დაუდასტურდა

"ლენჯერის კლასტერი ორი ახალი კოვიდინფიცირებულით გაიზარდა, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ, კვლევებმა მოიცვა სრულიად მესტიის მუნიციპალიტეტი და ხდება სინჯების აღება," - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ განაცხადა.

ნინო ვიბლიანის თქმით მესტიის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების მასიური ტესტირება მიმდინარეობს და ამ დროისთვის, 4000-მდე ადამიანის ბიოლოგიური მასალაა გამოკვლეული, მათგან 43 დადასტურებული შემთხვევაა.

"ყველა კარანტინში მოხვედრილ პიროვნებას აქვს იდეალური პირობები, როგორც კვების, ისე საყოფაცხოვრებო. შეზღუდვა და რეგულაციები, რომელიც მოქმედებს მესტიის მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, რადგან მოსახლეობა სრული გაგებით მოეკიდა ამ ყველაფერს“, – განაცხადა ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 1336-მდე გაიზარდა.

განკურნებულია 1088 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system